პროექდის შესახებ

მთვარის კალენდრით (2016 წლის 21 მარტი) 1395 წლის ფარვარის თვის პირველი დღეა, ანუ ახალი წელია. ნოვრუზ ბაირამის ისტორიული ფესვები უძველეს დროს - ღვთის მოციქულის ზარადუსტრას დროს განეკუთვნება. ეს კი დაახლოებით ჩვენს ერამდე 3700-5000 წელს ნიშნავს. უძველესი კულტურის კერები მეტყველებენ, რომ ნოვრუზ ბაირამი ჩვენს ერამდე 505 წელს იქნა დაარსებული.ნოვრუზი სპარსული სიტყვაა და ახალ დღეს ნიშნავს.
ეს დღესასწაული გაზაფხულის მოსვლასთან ასოცირდება. დღესასწაულისთვის მზადება ოთხი კვირით ადრე, ბუნების ოთხი ძირითადი შემადგენელი ელემენტის (წყალი, ცეცხლი, ქარი, მიწა) აღნიშვნით იწყება. პირველი სამშაბათი წყლის სამშაბათია ამბობენ, რომ ამ დღეს იწყება ყინვების დნობა, მეორე სამშაბათი ცეცხლის სამშაბათია ამ დღეს ყველა ოჯახი ანთებს კოცონს “ტონგალებს” თავის ეზოში, მესამე სამშაბათი ქარის სამშაბათია ამ დღეს ფლავს ამზადებენ და ინახავენ ღამე (ამ დღესთან დაკავშირებით არსებობს ასეთი, ცრურწმენა, რომლის მიხედვითაც კაცი სახელად ხიდირ ნაბი ყოველ ღამე მიდის ოჯახებში და ამ ფლავზე ტოვებს თავისი ცხენის კვალს) ბოლო სამშაბათი-მიწის სამშაბათია ამ დღეს იწყება მიწის ხვნა, ოჯახები სასაფლაოებზე გადიან და ლოცვებს კითხულობენ.
21 მარტი ნოვრუზის დღესასწაულის პიკია და მასშტაბურად აღინიშნება. ამ დღეს გაზაფხულის გოგონა სტუმრებს ღებულობს, ტარდება ღონისძიებები, სადაც იშლება სუფრები და მზადდება ტრადიციული საკვები. ნოვრუზის სიმბოლოებია ქეჩალი(მელოტი) და ქოსა(კეთილი) ესენი განასახირებენ დაბალ მელოტ და ძალიან მაღალ და გამხდარ კაცებს, რომლებიც სტუმრების განწყობის ამაღლებაზე ზრუნავენ. ნოვრუზის სამზადისის ერთთვიან პერიოდში იწყება ახლობლებისა და ნათესავების მონახულება, რომელიც თვის ბოლომდე გრძელდება
ნოვრუზის დღესასწაულს თავისი ტრადიციები აქვს, ბოლო სამშაბათს ოჯახის წევრები აუცილებლად სახლში უნდა იყვნენ. ბავშვები სხვის სახლებში ჩუმად კარებზე აკაკუნებენ და კარებთან ქუდს დებენ, სახლში ვინცაა ის ქუდს ავსებს თხილით, კაკალით, ტკბილეულით, ხილით და სხვ
სპეციალურად ამ დღისთვის ზრდიან ჯეჯილს, ჩუმად უყურადებენ მეზობლის კარს და სჯერათ, თუ კი ამ დროს კარგ სიტყვებს გაიგონებენ მათი სურვილი ახალ წელს შესრულდება. ამ დღეს ყველა ოჯახში დადებითი აურა სუფევს, სასურველია ოჯახის წევრებმა ისაუბრონ პოზიტიურად და თბილი სიტყვებით, რათა ვინც ჩუმად უსმენს მათ საუბარს ბევრი კარგი სიტყვა გაიგონოს. ამ დღეს ჭიაკოკონობის მსგავსად ანთებენ კოცონს და ახტებიან, მოსახლეობას სწამს, რომ თუ ასე მოიქცევა ძველ წელს მიყენებული ყველა ჭირი დაიწვება. ნოვრუზ ბაირამის ტრადიციული კერძები: პლავი
დოლმა
დოვღა
ნოვრუზ ბაირამის ტრადიციული ტკბილეულები: შაქარბურა
ფახლავა
გოღალი

No comments:

Post a Comment

ნოვრუზ ბაირამი

  ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით 21 მარტს სხვადასხვა საზეიმო, სპორტული და გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი დმანისისა და მარნეულის მუნიციპალი...